Jump to content
×
×
  • Create New...

საქსტატი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 22 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.2%-ით შემცირდა.

2020 წელს მიმდინარე ფასებში მშპ-ის მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 0.3%-ით გაიზარდა და 49 მლრდ ლარი შეადგინა, დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი – 6.9%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-37.9%); ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-37.9%); ტრანსპორტი და დასაწყობება (-22.3%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ხელოვნება, გართობა და დასვენება (-18.9%); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-18.4%); ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (-5.6%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-5.0%); მშენებლობა (-4.7%).

ამავე ინფორმაციით, ზრდა იყო შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (7.9%); სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.6%); განათლება (3.1%); სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (1.8%); სხვა სახის მომსახურება (7.1%).

სტატისტის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა 2020 წლის მე-4 კვარტალში და 13.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   166 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 165 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • YandexBot(8)
    • Googlebot(4)
    • Seth