Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 ნიკა სიჭინავამ უკრაინის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა – „ინგულეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის მე-19 ტურში „ალექსანდრიასთან“ გამოიჩინა თავი და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. 26 წლის ქართველი თავდამსხმელი „ინგულეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ბრძოლა ხისტი გამოდგა და მეტოქეებმა შვიდი ყვითელი ბარათი მიიღეს, მაგრამ თამაში უფერული გამოდგა და 90 წუთის განმავლობაში კარში მხოლოდ ხუთჯერ დაარტყეს. მასპინძლებმა მატჩში ერთადერთი გოლი შესვენებამდე გაიტანეს. 45+2 წუთზე, ნიკა სიჭინავა საჯარიმოში გაიხსნა და ზუსტი თავური დარტყმით „ალესანდრიას“ კარი აიღო. ნიკას თავის გამოჩენა მანამდეც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი კარს ააცილა. სხვათა შორის, მისი თანაგუნდელი მიჰაილო შიშკაა, რომელიც „დინამო თბილისსა“ და „სამტრედიაში“ თამაშობდა. უკრაინის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვებამ „ინგულეცს“ მე-9 ადგილზე დაწინაურების საშუალება მისცა. სიჭინავამ 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, პრემიერლიგის მეგოლეებში კი ათეულს მიუახლოვდა. The post სიჭინავამ „ალექსანდრიას“ გაუტანა – ქართველი გუნდის ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა