Jump to content
×
×
  • Create New...

ამ ეტაპზე 2021 წლის მისაღები გამოცდებისთვის 19 200-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ეტაპისთვის 19200-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე კი -14 ათასამდე მსურველი. ამ რაოდენობაში შედიან გასულ წელს დარეგისტრირებული პრაქტიკოსი პედაგოგებიც, რომელთა გამოცდაც, პანდემიის მიზეზით გადაიდო.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აბიტურიენტებს მოუწოდა, რომ რეგისტრაცია აუცილებლად 2021 წლის 31 მარტამდე დაასრულონ, რადგან დადგენილი თარიღის შემდეგ სისტემა დაიხურება და ისინი რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ. მისივე განმარტებით, ხვალ გამოქვეყნდება განახლებული ცნობარი, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნება უნივერსიტეტების პროგრამების ჩამონათვალს გაეცნონ.

„ცნობარში პერიოდულად შედის გარკვეული ცვლილებები და აბიტურიენტის მიერ მიმართულების არჩევის პარალელურად, შეიძლება რომელიმე პროგრამას გაუუქმდეს აკრედიტაცია, ჩვენ უკვე ხვალიდან განვაახლებთ ინფორმაციას პროგრამების აკრედიტაციის შესახებ და აბიტურიენტებს ვთხოვ ხვალიდან ყურადღებით გაეცნონ ჩვენს ვებვეგრდს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, მომავალ კვირას გამოცდები ეროვნული ცენტრი გამართავს ონლაინ ღია კარის დღეს ყველა აბიტურიენტისთვის, რომელიც რეგისტრაციის საკითხებს დაეთმობა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share