Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 მსგავსი: ტოჩინოშინმა კაგაიაკი ქართული სტილით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORTქართველ სუმოიტ ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) მარტის ბაშოზე 8 დღის შემდეგ 3 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ქართველს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად, დარჩენილ ორთაბრძოლებში დიდი ძალისხმევა დასჭირდება და ამ გზაზე პირველი მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა რიუდენი გახლდათ, რომელსაც ამ შეხვედრამდე, ლევანის მსგავსად, 3 მოგება და 5 წაგება ჰქონდა. ქართველმა ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა წააგო და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ამრიგად, მარტის ბაშოზე ტოჩის 6 წაგება დაუგროვდა და დარჩენილ ექვს დღეში ერთი წაგების უფლება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფით ბალანსს გაიფორმებს, ეს კი რეიტინგში მის უკუსვლას გამოიწვევს. მეათე დღეს ლევანს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან მოუწევს შეხვედრა, რომელიც ქართველის მსგავსად, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად იბრძვის (4 მოგება და 5 წაგება აქვს). https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616400701-ტოჩინოშინი-რუიდენი.mp4 The post ტოჩინოშინმა მდგომარეობა გაირთულა – მარცხი რიუდენთან [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა