Jump to content
×
×
  • Create New...

ტოჩინოშინმა მდგომარეობა გაირთულა – მარცხი რიუდენთან [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ქართველ სუმოიტ ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) მარტის ბაშოზე 8 დღის შემდეგ 3 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ქართველს დადებითი ბალანსის გასაფორმებლად, დარჩენილ ორთაბრძოლებში დიდი ძალისხმევა დასჭირდება და ამ გზაზე პირველი მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა რიუდენი გახლდათ, რომელსაც ამ შეხვედრამდე, ლევანის მსგავსად, 3 მოგება და 5 წაგება ჰქონდა.

ქართველმა ზედიზედ მეოთხე ორთაბრძოლა წააგო და მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. ამრიგად, მარტის ბაშოზე ტოჩის 6 წაგება დაუგროვდა და დარჩენილ ექვს დღეში ერთი წაგების უფლება აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფით ბალანსს გაიფორმებს, ეს კი რეიტინგში მის უკუსვლას გამოიწვევს.

მეათე დღეს ლევანს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა აკისეიამასთან მოუწევს შეხვედრა, რომელიც ქართველის მსგავსად, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად იბრძვის (4 მოგება და 5 წაგება აქვს).

The post ტოჩინოშინმა მდგომარეობა გაირთულა – მარცხი რიუდენთან [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   31 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(3)