Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 „პორტლენდმა“ მიმდინარე რეგულარულში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი განიცადა. „ბლეიზერსი“ ზედიზედ მეორედ შეხვდა „დალასს“ საკუთარ არენაზე, თუმცა პირველი შეხვედრიდან განსხვავებით სრული ფიასკო განიცადა. პირველი მეოთხედი პორტლენდელებმა 3 ქულის სხვაობით მოიგეს (30:27). მეორე პერიოდიდან კი თამაშის სურათი სრულად შეიცვალა. „მავერიკსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 40 ქულის სხვაობით გაიმარჯვა (92:132) ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელის ანგარიშზე 37 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასია. 21 ქულა მიითვალა ჯოშ რიჩარდსონმა. „ბლეიზერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა დემიენ ლილარდის ანგარიშზეა. სი ჯეი მაკალუმმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. 16 ქულა ჰქონდა გარი ტრენტს. „პორტლენდი” 25 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 ადგილებს „დენვერთან” ინაწილებს. „დალასი” 22 მოგებითა და 19 მარცხით ჯერჯერობით მე-8 ადგილზეა. მაიამი – ინდიანა 106:109 (ოვერტაიმი) ჰიუსტონი – ოკლაჰომა 112:114 დენვერი – ნიუ ორლეანსი 108:113 ბოსტონი – ორლანდო 112:96 ბრუკლინი – ვაშინგტონი 113:106 კლივლენდი – ტორონტო 116:105 დეტროიტი – ჩიკაგო 86:100 ნიუ იორკი – ფილადელფია 100:101 (ოვერტაიმი) ფინიქსი – ლეიკერსი 111:94 The post „დალასმა“ „პორტლენდს“ 40 ქულის სხვაობით სძლია [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა