Jump to content

გაცნობებთ რომ გიფები ედიტორიდან ისევ მუუშააოობს :fofo:

Season 9 Yes GIF by Friends

×
×
  • Create New...

„დალასმა“ „პორტლენდს“ 40 ქულის სხვაობით სძლია [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

პორტლენდმა“ მიმდინარე რეგულარულში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი განიცადა. „ბლეიზერსი“ ზედიზედ მეორედ შეხვდა „დალასს“ საკუთარ არენაზე, თუმცა პირველი შეხვედრიდან განსხვავებით სრული ფიასკო განიცადა.

პირველი მეოთხედი პორტლენდელებმა 3 ქულის სხვაობით მოიგეს (30:27). მეორე პერიოდიდან კი თამაშის სურათი სრულად შეიცვალა. „მავერიკსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საბოლოოდ 40 ქულის სხვაობით გაიმარჯვა (92:132)

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო. სლოვენიელის ანგარიშზე 37 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასია. 21 ქულა მიითვალა ჯოშ რიჩარდსონმა.

ბლეიზერსის“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა დემიენ ლილარდის ანგარიშზეა. სი ჯეი მაკალუმმა მატჩი 13 ქულით დაასრულა. 16 ქულა ჰქონდა გარი ტრენტს.

„პორტლენდი” 25 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5-მე-6 ადგილებს „დენვერთან” ინაწილებს. „დალასი” 22 მოგებითა და 19 მარცხით ჯერჯერობით მე-8 ადგილზეა.

 

მაიამი – ინდიანა 106:109 (ოვერტაიმი)

ჰიუსტონი – ოკლაჰომა 112:114

დენვერი – ნიუ ორლეანსი 108:113

ბოსტონი – ორლანდო 112:96

ბრუკლინი – ვაშინგტონი 113:106

კლივლენდი – ტორონტო 116:105

დეტროიტი – ჩიკაგო 86:100

ნიუ იორკი – ფილადელფია 100:101 (ოვერტაიმი)

ფინიქსი – ლეიკერსი 111:94

The post „დალასმა“ „პორტლენდს“ 40 ქულის სხვაობით სძლია [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share