ფორუმელი Moor Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 (შესწორებული) „არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია, რომელიც 18 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა. „გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი, თუმცა თავად გახარიამ ეს საჯაროდ დღეს პირველად დაადასტურა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) 2020 წლის აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარია 63%-ით საზოგადოების კეთილგანწყობის მიხედვით პოლიტიკურ რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებდა. მას 57%-ით კახა კალაძე, 53%-ით ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და 41%-ით – ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსდევდნენ. გიორგი გახარიას საქმიანობის მიმართ დადებითი შეფასება მნიშვნელოვნად – 46%-მდე გაიზარდა (21% 2019 წლის ნოემბერი) გაიზარდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) მიერ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვითაც. ასევე წაიკითხეთ: ფარული ჩანაწერები: ბერა ივანიშვილი პირად შურისძიებას სახელმწიფო დაცვის ამჟამინდელ უფროსს ავალებს? გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა Edited 22 მარტი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 22 მარტი, 2021 Author Posted 22 მარტი, 2021 ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც 18 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა, დღეს თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის. ქვემოთ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია მოცემული: ქართული ოცნების გამოხმაურება გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „მე არ გამიგია, რომ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა, გადანაცვლება [გიორგი გახარიას] ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თუნდაც თვითონ [გახარია] თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს. გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას [არაფერი] განუცხადებია და აღარ მინდა ისევ მის ადვოკატად მოგევლინოთ. მერე მოვა დრო და თვითონ იტყვის“. ირაკლი ზარქუა – ქართული ოცნება: „თქვენც, მეც, ყველას აქვს უფლება შექმნას პარტია თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. პირიქით, ჩემთვის პირადად მისასალმებელია, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად. არ გვექნება მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაც ჭიდილი“. ოპოზიციის გამოხმაურება ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „იმ შემთხვევაში, თუ გახარიას დარჩება პოლიტიკაში და გადაწყვეტს რაღაც პოლიტიკური ძალის შექმნას, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იგი არის მთავარი შემოქმედი 20 ივნისის, მთავარი შემოქმედი ადამიანების დასახიჩრების, რომლის დროსაც და შემდეგ არ დასჯილა არცერთი სამართალდამცველი უწყება და მას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს, მათ შორის, რუსეთთან, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ ამავე დროს, თუ რაიმე სახის კონკრეტულ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის, ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დააზიანებს ქართულ ოცნებას. ჩვეულებრივი ჩამოშლის პროცესია, ისევე, როგორც ძალიან დააზიანდა [მისი] გადადგომის შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობა“. ფიქრია ჩიხრაძე – ლელო საქართველოსთვის: „მე ვფიქრობ, რომ ის ვერ იქნება ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელი ფიგურა, ის იქნება უფრო მაშველი რგოლი ქართული ოცნების იმედგაცრუებული ამომრჩევლისათვის, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას და უნდათ, რომ ვიღაც ახალი საყრდენი იპოვონ და, შესაძლოა, სწორედ ასეთი საყრდენის ფუნქცია უნდათ, რომ მიანიჭონ გახარიას ფიგურას“. ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები: „რამდენადაც მე ვიცი, გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას. ის გარკვეულ კონსულტაციებსაც აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ ვიხილავთ მას“. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 (შესწორებული) ქოცებში მეორედ მოსვლა დაწყებულა. გახარია მეორე ღარიბაშვილია. ოდნავ გაუმჯობესებული (დააფდეითებული) ვერსია. მოკლედ ქოცები ტილებივით მრავლდებიან, ნაცები კი ვადა გასული წამალივით უკუ ეფექტს იძლევიან. დროა ნაცებიც ახალი შეფუთვით დაბრუნდნენ. Edited 22 მარტი, 2021 by mikheil Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა