Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი გახარია: „პოლიტიკიდან არ წავალ“


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, – უთხრა დღეს ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია, რომელიც 18 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა.

„გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი პოლიტიკაში შესაძლო დარჩენის საკითხი მუდმივად იყო განხილვის საგანი, თუმცა თავად გახარიამ ეს საჯაროდ დღეს პირველად დაადასტურა.

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) 2020 წლის აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარია 63%-ით საზოგადოების კეთილგანწყობის მიხედვით პოლიტიკურ რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებდა. მას 57%-ით კახა კალაძე, 53%-ით ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და 41%-ით – ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსდევდნენ.

გიორგი გახარიას საქმიანობის მიმართ დადებითი შეფასება მნიშვნელოვნად – 46%-მდე გაიზარდა (21% 2019 წლის ნოემბერი) გაიზარდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) მიერ 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვითაც.

 

ასევე წაიკითხეთ:

 

 

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც 18 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა, დღეს თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის.

ქვემოთ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებებია მოცემული:

ქართული ოცნების გამოხმაურება

გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „მე არ გამიგია, რომ ვინმეს ქართული ოცნებიდან წასვლა უნდა, გადანაცვლება [გიორგი გახარიას] ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თუნდაც თვითონ [გახარია] თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს.  გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას [არაფერი] განუცხადებია და აღარ მინდა ისევ მის ადვოკატად მოგევლინოთ. მერე მოვა დრო და თვითონ იტყვის“.

ირაკლი ზარქუა – ქართული ოცნება: „თქვენც, მეც, ყველას აქვს უფლება შექმნას პარტია თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. პირიქით, ჩემთვის პირადად მისასალმებელია, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად. არ გვექნება მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობასთან რაღაც ჭიდილი“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „იმ შემთხვევაში, თუ გახარიას დარჩება პოლიტიკაში და გადაწყვეტს რაღაც პოლიტიკური ძალის შექმნას, ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ იგი არის მთავარი შემოქმედი 20 ივნისის, მთავარი შემოქმედი ადამიანების დასახიჩრების, რომლის დროსაც და შემდეგ არ დასჯილა არცერთი სამართალდამცველი უწყება და მას საკმაოდ კარგი კავშირები აქვს, მათ შორის, რუსეთთან, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ ამავე დროს, თუ რაიმე სახის კონკრეტულ პოლიტიკურ მოძრაობას შექმნის, ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დააზიანებს ქართულ ოცნებას. ჩვეულებრივი ჩამოშლის პროცესია, ისევე, როგორც ძალიან დააზიანდა [მისი] გადადგომის შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობა“.

ფიქრია ჩიხრაძე – ლელო საქართველოსთვის:  „მე ვფიქრობ, რომ ის ვერ იქნება ქართული ოცნებისგან დამოუკიდებელი ფიგურა, ის იქნება უფრო მაშველი რგოლი ქართული ოცნების იმედგაცრუებული ამომრჩევლისათვის, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას და უნდათ, რომ ვიღაც ახალი საყრდენი იპოვონ და, შესაძლოა, სწორედ ასეთი საყრდენის ფუნქცია უნდათ, რომ მიანიჭონ გახარიას ფიგურას“.

ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები: „რამდენადაც მე ვიცი, გახარია ფიქრობს პარტიის შექმნას. ის გარკვეულ კონსულტაციებსაც აწარმოებს. უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება გახარიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ და თუ ვიხილავთ მას“.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ქოცებში მეორედ მოსვლა დაწყებულა. გახარია მეორე ღარიბაშვილია. ოდნავ გაუმჯობესებული (დააფდეითებული) ვერსია. მოკლედ ქოცები ტილებივით მრავლდებიან, ნაცები კი ვადა გასული წამალივით უკუ ეფექტს იძლევიან. დროა ნაცებიც ახალი შეფუთვით დაბრუნდნენ. :D

Edited by mikheil
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   362 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 362 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)