Guest Merlin Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ნანა ექვთიმიშვილის წიგნი “მსხლების მინდორი” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა. კონკურსის მიზანი იმ 40 ქვეყნის ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმანის პოპულარიზაციაა, რომელშიც EBRD ფუნქციონირებს. გამარჯვებული ფულად ჯილდოს, 20 000 ევროს მიიღებს. “მსხლების მინდორი” 2015 წელს გამოცემული სადებიუტო რომანია, რომლის მოქმედება თბილისის ერთერთ ინტერნატში ვითარდება. ნანა ექვთიმიშვილი თანამედროვე ქართული კინოს ორი მნიშვნელოვანი ფილმის, “გრძელი ნათელი დღეებისა” და “ჩემი ბედნიერი ოჯახის” ავტორი და რეჟისორია. კარიერის განმავლობაში რეჟისორს ბერლინის, ჰონგ-კონგის, მილანის, მინსკის და სხვა კინოფესტივალების ჯილდოები აქვს მიღებული. ათი შერჩეული წიგნიდან სამი ფინალისტი 3 მაისს გამოვლინდება. The post ნანა ექვთიმიშვილი EBRD-ის ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა