Guest Georgia Posted 22 მარტი, 2021 Posted 22 მარტი, 2021 მსგავსი: ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - 25-კაციან სიაში რამდენიმე ახალი სახეა #1TVSPORT„ტენერიფეს“ ქართველი მოთამაშე ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე სათამაშო პრაქტიკით ჩამოდის. „ტენერიფე“ ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „მალაგას“ ესტუმრა და შეხვედრა 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ესპანურ გუნდში 2020 წელს გადავიდა, მაგრამ დიდი ხანი სათადარიგოთა შორის ხვდებოდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის მიგელ რამისმა მას შანსი მხოლოდ ბოლო დროს მისცა – წინა ტურში შეცვლაზე ათამაშა, ბოლო მატჩში კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ეს დეკემბრის შემდეგ პირველად მოხვდა. რაც მთავარია, კაკაბაძემ ნდობა გაამართლა და კარგად ითამაშა. ანგარიში „მალაგას“ მცველმა ლუის მუნიოსმა 23-ე წუთზე გახსნა. „ტენერიფე“ არ დანებდა და მატჩის მიწურულს, 79-ე წუთზე, რამონ ფოლჩმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1. 30 ტურის შემდეგ „ტენერიფე“ ლა ლიგა 2-ში 40 ქულით მე-11 ადგილზეა. გუნდს თეორიულად ჯერ კიდევ აქვს შანსი, ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძოლოს, რადგან გადასასვლელი მატჩის ზონაში მყოფ „რაიო ვალეკანოს“ 6 ქულით ჩამორჩება, სეზონის დასრულებამდე კი 12 ტურია დარჩენილი. ამ მატჩის შემდეგ ოთარ კაკაბაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა, რომელიც 22 მარტს თბილისში დაიწყება. „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მოემზადებიან. @KakabadzeOto has been called up by #Georgia for the following #WorldCup2022 qualifiers: 25/3 (#Solna). 28/3 (#Tbilisi). 31/3 (#Saloniki).#InternationalCDT pic.twitter.com/xKl06CB8mC — CD Tenerife (@CDTOfficialEN) March 17, 2021 The post კაკაბაძე „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა