Jump to content
×
×
  • Create New...

ოვერტაიმი და დაძაბული ფინალი – ბითაძემ „ინდიანას“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მაიამის“ ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა. შეხვედრა, ამჯერად, საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო.

ქართველმა ცენტრმა 9 წუთი ითამაშა და „პეისერსის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ბითაძემ 2 ქულა, 3 მოხსნა (2 დაცვაში, 1 შეტევაში) და 2 დაფარება დააგროვა. მან ორიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. გოგა მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი შედეგიანობის მხრივ ვერ გამოირჩა, მას საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა და გარდა იმისა, რომ საკუთარ ფარს კარგად იცავდა, გუნდს შეტევაშიც კარგად ეხმარებოდა, მოხსნებზეც იბრძოდა და შესანიშნავ ბლოკებს აყენებდა, რითიც გუნდელებს შეტევის საშუალებას აძლევდა. ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი +3 იყო.

ინდიანამ“ შეხვედრის დასაწყისში მოიპოვა უპირატესობა და პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგო. დანარჩენი მეოთხედები გუნდებს შორის თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა ნეიტ ბიორკგრენის გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა. მატჩის ბოლოს მაიამელები თამაშში დაბრუნდნენ და ბოლო წამებზე ანგარიშიც გაათანაბრეს, შესაბამისად შეხვედრამ დამატებით დროში გადაინაცვლა. ოვერტაიმის დასაწყისში „ჰიტი“ დაწინაურდა, მაგრამ ჰოლიდეისა და ტერნერის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ბითაძის გუნდმა მეტოქე 109:106 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პეისერსის“ მაღლები ამ შეხვედრაში შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი 17 ქულითა და 11 მოხსნით გაიფორმა. მაილს ტერნერის ანგარიშზე 16 ქულა, 6 მოხსნა და 5 დაფარებაა. 15-15 ქულა დააგროვეს დაგ მაგდერმოტმა და ჯასტინ ჰოლიდეიმ. „ჰიტის“ მხრიდან საუკეთესო ბემ ადებაიო იყო, რომელსაც არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. მან ორმაგი დუბლი გაიფორმა და 29 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა დააგროვა. ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 21 ქულა და 15 მოხსნაა.

„ინდიანა პეისერსი“  19 მოგებითა და 22 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. გოგას გუნდი შემდეგ შეხვედრას 23 მარტს, „მილუოკის“ წინააღმდეგ გამართავს.

The post ოვერტაიმი და დაძაბული ფინალი – ბითაძემ „ინდიანას“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   155 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 153 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(15)
    • Facebookexternalhit(5)
    • Googlebot(3)