Guest Georgia Posted 21 მარტი, 2021 Posted 21 მარტი, 2021 ეროვნული ლიგის მეხუთე ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა – „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მისი დამარცხება ვერ მოახერხა. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. 48-ე წუთზე, ცოტნე ნადარაიას გადაცემის შემდეგ ქუთაისელთა ნახევარმცველმა დმიტრი რეკიშმა ანგარიში გახსნა. შვიდი წუთში, პაატა ღუდუშაურის ჩაწოდებული ბურთი ქუთაისელთა ლეგიონერმა სამუელ ინკუმმა ხელით შეაჩერა და ვანდერსონ სილვამ პენლატი უნაკლოდ შეასრულა. მეტოქეთა მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1. ხუთი ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 11 ქულა დააგროვა და ბათუმის „დინამოს“ (11 ქულა) გაასწრო, რადგან მეტი ბურთი აქვს გატანილი. ქუთაისის „ტორპედო“ კი სამი ქულით ისევ მეცხრე ადგილზე დარჩა. ამ მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზა იქნება და თამაშებიორ2 აპრილს გათამაშდება. 25, 28 და 31 მარტს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ მატჩს ჩაატარებს. „დილა“ – „ტორპედო“ 1:1 გოლები: 0:1 რეკიში (48. ნადარაიას პასი), 1:1 ვანდერსონ სილვა (55. პენლატი) 21.03.2021. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“. „დილა“: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ეტოუ, მაისაშვილი (81. ხურვილავა), ვანდერსონ სილვა – მოსიაშვილი, ნ. გაგნიძე – ღუდუშაური (55. კამარა), ბიძინაშვილი, ბუღრიძე (81. სპანდერაშვილი) – ალეფ სანტოსი (46. თ. კაპანაძე) მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო „ტორპედო“: ჰამზიჩი – მირცხულავა, ჩაკვეტაძე, ტუიჩიბაევი (90+4. ბოჭორიშვილი) – ინკუმი (68. ტაბატაძე), რეკიში (68. ძარია), მამასახლისი, ბუკასი (90+3. აბულაძე), ნადარაია – ზიდანი, შარვაშიძე (46. სალაკუ) მთავარი მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია მთავარი არბიტრი: კ. გიორგაძე გაფრთხილებები: შარვაშიძე (33), ბიძინაშვილი (73), ზიდანი (73), სალაკუ (89), სპანდერაშვილი (90+1) The post „დილამ“ „ტორპედო“ ვერ დაამარცხა – სანაკრებო პაუზა დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა