Guest Georgia Posted 21 მარტი, 2021 Posted 21 მარტი, 2021 თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის სუსპერლიგის 30-ე ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა და ჩემპიონობის ოცნებას შეელია. „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში ოთხივე ქართველი იყო – გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი (55-ე წუთზე ყვითელი მიიღო), თორნიკე ოქრიაშვილი (76-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ქვილითაია. შეხვედრა სტუმრებმა კარგად დაიწყეს და რაიან მაეს დუბლით (12, 43) 0:2 დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს გიორგი ქვილითაიამ სხვაობა შეამცირა და ფამაგუსტელებს თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა. 27 წლის ქართველმა ეს ძალიან ეფექტური გოლით მოახერხა. შესვენებამდე, 45+3 წუთზე, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მცველებს ოთხჯერ ეფექტურად დაუსხლტა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. გიორგის კარიერაში ბევრი გოლი გაუტანია, მაგრამ ეს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 84-ე წუთზე „ანორთოსისის“ შემტევმა მიხალის მანიასმა აელ-ის კარი მეორედაც აიღო, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერია, არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაუთვალა. საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ ანგარიშით 1:2 წააგო, ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა და 30 ტურის შემდეგ 53 ქულით მეოთხე ადგილზეა. გუნდს ფინალური ექვსეულის დაწყების შემდეგ ჯერ არ მოუგია და საჩემპიონო თეორიული შანსიც დაკარგა – სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ლიდერს, ნიქოზიას „ომონიას“ უკვე 13 ქულით ჩამორჩება. თემურ ქეცბაიას გუნდს ევროსაგზურის მოპოვების შანსი მაინც გააჩნია, რადგან კვიპროსის თასისთვის ბრძოლას აგრძელებს. ლიმასოლის „აპოლონის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს. მისმა გუნდმა გასვალზე ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ ანგარიშით 0:2 დაამარცხა და 62 ქულით მესამე ადგილზეა. The post ქვილითაიამ კარიერაში საუკეთესო გოლი გაიტანა – „ანორთოსისმა“ ჩემპიონობის შანსი დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა