Guest Georgia Posted 21 მარტი, 2021 Posted 21 მარტი, 2021 ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ამბავია – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოედანს ზუსტად ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ეს ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მოხდა. გრაცის „შტურმი“ მარია-ენცერსდრფში „ადმირა-ვაკერს“ ესტუმრა. კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს, შეხვედრა კი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ზუსტად ერთი თვის წინ დაშავდა. 21 თებერვალს ავსტრიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „შტურმი“ საშინაო არენაზე ლუკა ლოჩოშვილისა და გური გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ მასპინძლობდა. 66-ე წუთზე კიტეიშვილი მოედნიდან გაიყვანეს. დიაგნოზი უსიამოვნო გამოდგა – გრაცელთა ოფიციალური გვერდი იუწყებოდა, რომ ქართველი გუნდს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას მარცხენა ფეხის კუნთების უფრო სერიოზული დაზიანება აქვს, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. მომდევნო კვირაში MRI-ის სკანირების შედეგად დაზიანების ზუსტი ხარისხი დაადგინეს, რამაც მდგომარეობის სირთულე არ დაადასტურა. მაგრამ მაინც იყო მოლოდინი, რომ კიტეიშვილს რამდენიმეკვირიანი პაუზის აღება მოუწევდა. საბედნიეროდ, 24 წლის ნახევარმცველი მოსალოდნელზე ადრე მომჯობინდა და საქართველოს ნაკრებს მარტის სანაკრებო მატჩებში დახმარება. შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა გასულ შემოდგომაზე ტრავმის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან, სომხეთთან და ესტონეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩები გამოტოვა, რაც ჩვენი გუნდის წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზი გახდა. The post კიტეიშვილი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდა – ნახევარმცველი გამოჯანმრთელდა და ნაკრებს შეუერთდება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა