Jump to content
×
×
  • Create New...

26-28 მარტს თბილისი ძიუდოში დიდი სლემის ტურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გულშემატკივრის დასწრების წესებთან დაკავშირებით, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და 21 მარტიდან ბილეთების შეძენა www.tkt.ge-ს ონლაინ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ათაბეგაშვილმა ექსკლუზიურად პირველ არხთან საუბრისას იმ მოთხოვნების შესახებ ისაუბრა, რაც საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციით უნდა შესრულდეს. 

„დარბაზში იქნება მხოლოდ მაყურებლებისთვის შექმნილი სპეციალური ზონები, რაც სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ნებისმიერ კონტაქტს გამორიცხავს. საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი რეკომენდაცია აგრეთვე გახლავთ ის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების დასწრება იყოს შეზღუდული.

თბილისის დიდი სლემის თვითმხილველი დაახლოებით 1000-მდე ქომაგი იქნება, ჩვენი მხრიდან კი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ერთი ადამიანი მხოლოდ ორი ბილეთის შეძენას შეძლებს.

შეჯიბრზე ჭიდაობის სურვილი დღეისათვის 85 ქვეყნის 540-მა ძიუდოისტმა გამოთქვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პანდემიის შემდგომ აქტივობა განაახლა და შეჯიბრებების ჩატარება დაიწყო. ჩვენც, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკოორდინაციო საბჭოსა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ და მჯერა, რომ თბილისის გრან-სლემის გათამაშება საორგანიზაციო კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

დაარსების დღიდან თბილისის საერთაშორისო ტურნირი ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრად იყო აღიარებული და რა გასაკვირია, რომ წელსაც პანდემიის მიუხედავად, თბილისის ტატამზე ჭიდაობის სურვილი უძლიერესმა გუნდებმა გამოთქვეს. ოლიმპიადამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ყველა ცდილობს ტურნირები მზადების თვალსაზრისით მაქსიმალურად გამოიყენოს.

ჩვენი ტურნირი 2021 წლიდან უკვე უმაღლესი კატეგორიის მატარებელია და მართლაც დიდებული საჩუქარია, რომ ქვეყნის მთავრობამ გულშემატკივრისთვის ეს შეზღუდვა მოხსნა და დარბაზში ქომაგი იქნება.

თბილისის გრან სლემის მოსამზადებელ ეტაპზე, ძიუდოს აკადემია ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებს მასპინძლობს, თბილისში, როგორც გოგონებში ასევე ვაჟებში საწვრთნელ-მოსამზადებელ ეტაპს 17 ქვეყნის წარმომადგენელი გადის, მათ შორის კი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები არიან.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს – დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ტოკიოში საქართველოს ვაჟთა ნაკრები სრულად იქნება წარმოდგენილი. გოგონებში ერთი ლიცენზია გვაქვს, მეორეს მოპოვების შანსიც უკვე რეალურია და თუკი შევძლებთ და მესამე ლიცენზიასაც ავიღებთ, მაშინ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო გუნდურ შეჯიბრშიც იასპარეზებს და ეს ქართული ძიუდოს კიდევ ერთი ძალიან სერიოზული წარმატება იქნება“.

The post 26-28 მარტს თბილისი ძიუდოში დიდი სლემის ტურნირს უმასპინძლებს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share