Jump to content
×
×
  • Create New...

შერმადინმა ტენერიფეში ფრენკამპის „მურსიას“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გიორგი შერმადინის ჩატენვით დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი სანტა კრუზ დე ტენერიფეში, სადაც ქართველი ცენტრის გუნდმა 85:78 დაამარცხა „მურსია“.

მურსიელთა შემადგენლობაში არ უთამაშია ქართული პასპორტის მქონე კონერ ფრენკამპს, ხოლო შერმადინი მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მატჩის პირველი ნახევარი მურსიელებმა მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა მეორე ნახევარში მოახერხეს სტუმართა გატეხვა და საბოლოოდ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:34 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ტენერიფელთა შორის მეორე შედეგი იყო მარსელიონიო უერტასის (27) შემდეგ.

19 მოგებითა და 5 მარცხით „ტენერიფე“ მესამე ადგილზეა „რეალისა“ და „ბარსელონას“ შემდეგ.

The post შერმადინმა ტენერიფეში ფრენკამპის „მურსიას“ სძლია [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share