Guest Georgia Posted 21 მარტი, 2021 Posted 21 მარტი, 2021 „ბარსელონას“ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაზე დაიწყო მუშაობა და მისი უმთავრესი პრიორიტეტი „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავის, ერლინგ ჰაალანდის გადმობირებაა, – იუწყება sport.es. მსგავსი: „ბარსელონა“ ჰაალანდის შესაძენად მზად არის, რომ ცხრა ფეხბურთელი გაყიდოს #1TVSPORT გამოცემის ინფორმაციით, ლაპორტა უშუალოდ არის ჩართული ჰაალანდის „ბარსელონაში“ გადმოყვანის საქმეში და უკვე დაუკავშირდა, როგორც „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობას, ასევე ნორვეგიელი თავდამსხმელის აგენტს, მინო რაიოლას. ევროპულ პრესაში დაიწერა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გეგმავს, ჰაალანდის შესაძენად საჭირო თანხა ერთდროულად ცხრა ფეხბურთელის გასხვისებით მოაგროვოს, მათ შორის, გრიზმანის, პიანიჩის, ბრაითვეიტისა და უმტიტისა ტრანსფერზე დაყენებით. მიმდინარე სეზონში ჰაალნდს ფენომენალური სტატისტიკა აქვს – 31 მატჩში გატანილი 33 ბურთი და რვა შედეგიანი გადაცემა. The post ლაპორტა ჰაალანდის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა