Jump to content
×
×
  • Create New...

ფუტსალში კიდევ ერთი ექსტორპედოელი გადავიდა – „თბილისი“ ტუღუშით გაძლიერდა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ცნობილი ფეხბურთელი ბექა ტუღუში ფეხბურთიდან ფუტსალის კლუბ „თბილისში“ გადავიდა და დებიუტი ფუტსალის ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში პსპ–სთან გოლით აღნიშნა. 

31 წლის ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოში“ საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული (2017), დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის (2016) და სუპერთასის მფლობელია (2018). ბოლო სეზონი ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ტიტულოვანი ფეხბურთელია.

ის პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელმაც სახეობის შეცვლა გადაწყვიტა. 32 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დიმიტრი მაყიშვილმა საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა. მცირე ხნის წინ ფუტსალში ასევე ყოფილმა ტორპედოელმა, გიორგი ივანიშვილმა გადაინაცვლა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, „ციურიხისა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილმა თავდამსხმელმა.

გუნდშია 23 წლის ნახევარმცველი ნიკა გაბრიჭიძეც, რომელიც თამაშობდა „ცხინვალში“, „გაგრაში“, „ლოკომოტივსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“. „თბილისის“ კაპიტანმა, 33 წლის გიორგი დიაკვნიშვილმა კარიერა „ნორჩი დინამოში“ დაიწყო, 2004-2010 წლებში „ლოკომოტივში“ თამაშობდა, 2011-2017 წლებში გამოდიოდა ლატვიურ გუნდებში – „დაუგავაში“, „ელგავაში“, „იურმალაში“, „ნიკარსში“, „რიგასში“, 2019 წელს კი ლიეტუვისპალანგაში“.

„თბილისის“ და ფუტსალის ლიგის ბომბარდირი ოთარ ბერეჩიკიძეც ყოფილი ფეხბურთელია. 26 წლის მოთამაშე ქუთაისის „ტორპედოს“ აკადემიის აღზრდილია და გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

The post ფუტსალში კიდევ ერთი ექსტორპედოელი გადავიდა – „თბილისი“ ტუღუშით გაძლიერდა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(1)