Jump to content
×
×
  • Create New...

ბათუმის მსგავსი პრობლემები ალბანეთის „მარგალიტსაც“ შეექმნა – საფარის საგაუმჯობესებლად სპეციალური სანათები დაამონტაჟეს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ალბანეთში 2019 წელს ააშენეს სტადიონი, რომელმაც ყველა მოხიბლა. მას ალბანეთის მარგალიტი უწოდეს, მაგრამ გახსნიდან ორი წლის შემდეგ, მოედნის საფარი გაფუჭდა და რამდენიმე ათასი ევროა საჭირო, რომ წესრიგში მოვიდეს. 

უეფა-ს უელსელი ექსპერტი ტირანაში იყო, რათა Air Albania-ს სტადიონი საფარი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 28 მარტთან ინგლისთან დაგეგმილ მატჩამდე გაეუმჯობესებინა. საქმე ისაა, რომ სტადიონის მშენებლობისას ვერ გაითვალისწინეს, რომ საფარის გასაზრდელად მზის სხივებია საჭირო. მოედნის ერთ მხარე კი, დღის განმავლობაში ჩრდილშია, რაც ბალახის ზრდის შემაკავებელი ფაქტორი გახდა.

ეს ზუსტად იგივე პრობლემაა, რაც ახალაშენებულ ბათუმის სტადიონზე. ალბანური გამოცემების ცნობით, სტადიონზე სპეციალური სანათები უკვე დამონტაჟებულია, რათა საფარის დაზიანება სწრაფად გამოსწორდეს. თუმცა, ინგლისისთვის მოედანი მზად მაინც არ იქნება. ბათუმში სხვაგვარად გადაწყდა – იქ საფარი აიღეს და მის ნაცვლად თანამედროვე ჰიბრიდულ საფარს აგებენ.

„არენა კომბეტარე“ ალბანეთის დედაქალაქ დედაქალაქ ტირანაში მდებარეობს. ის „კემალ სტაფას“ სტადიონის ადგილზე აშენდა. ოფიციალურად Air Albania Stadium სპონსორის გამო ჰქვია. სტადიონის ტევადობა 22 500 ადამიანზეა გათვლილი და ის ალბანეთის უდიდესი სპორტული არენაა. მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო, 2019 წლის 17 ნოემბერს დასრულდა და 85 მილიონი ევრო დაჯდა.

სტადიონის სტრუქტურას, რომელიც შექმნილია მარკო კაზამონტის მიერ, აქვს თავისებური მრავალმხრივი ფორმა (რვა ცალმხრივი მართკუთხედი), ისე, რომ თითოეული მხარე უზრუნველყოფს სხვადასხვა ფუნქციების წვდომას. სტადიონის კონსტრუქციის ერთ კუთხეში 112 მეტრიანი კოშკია (24 სართული), რომელიც დღეს ალბანეთის ყველაზე მაღალი კოშკია. 2022 წლის მაისში სტადიონზე ევროპის კონფერენციათა ლიგის პირველი ფინალი გაიმართება.

The post ბათუმის მსგავსი პრობლემები ალბანეთის „მარგალიტსაც“ შეექმნა – საფარის საგაუმჯობესებლად სპეციალური სანათები დაამონტაჟეს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share