Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოსთან მატჩამდე ბერძნებს კიდევ ერთი მცველი დაუშავდათ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთისა და საქართველოს წინააღმდეგ მატჩებამდე, საბერძნეთის ნაკრების ხელმძღვანელებას ახალი თავის ტკივილი გაუჩნდა – „ნორვიჩის“ ბერძენი მცველი დიმიტრის იანულისიც დაშავდა. 

25 წლის მარცხენა მცველი მოედნის მიღმა „ბლექბერნის“ ფეხბურთელთან ბოლო ტურის მატჩში შეჯახებამ დატოვა. ბერძენმა მცველმა ჯო რანკინ-კოსტელოსთან შეჯახების შემდეგ თავი დაიზიანა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და იგი 30-ე წუთზე იაკობ სორენსენმა შეცვალა.

იანულისი გასახდელში თავისით წავიდა, მაგრამ ეს ამბავი შემაშფოთებელია, რადგან დაზიანება თავის არეში აქვს. ეს ხდება საბერძნეთის ნაკრების მოახლოებული მატჩებამდე, სადაც ის უკვე გამოიძახეს. პირველი შეფასებით, იანულისს ტვინის შერყევა აქვს. ბუნებრივია, გამოკვლევები ხელახლა ჩაუტარდება და მალე ზუსტი დიაგნოზი გახდება ცნობილი. საბერძნეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში 25 მარტს ესპანეთს შეხვდება, ხოლო 31 მარტს – საქართველოს, 28 მარტს კი ამხანაგურად ჰონდურასი დაუპირისპირდება. იანულისის ტრავმა ეროვნული ნაკრებისთვის დიდ პრობლემაა“, – წერს ბერძნული გამოცემა sport24.

ბერძნებისთვის ეს სერიოზული დანაკლისია, რადგან მანამდე სხვა მარცხენა მცველი დაუშვდათ – ნიდერლანდური „ალკმაარის“ მოთამაშე პანტელის ხაციდიაკოსი, რომელიც საბერძნეთის ნაკრებთან თამაშების გარდა, სეზონის დანარჩენ ნაწილსაც გამოტოვებს.

The post საქართველოსთან მატჩამდე ბერძნებს კიდევ ერთი მცველი დაუშავდათ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share