Jump to content
×
×
  • Create New...

ლაიფციგის კინოფესტივალი ფილმების მიღებას იწყებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალი პროექტების მიღებას იწყებს.

ფესტივალზე, როგორც მოკლემეტრაჟიანი, ისე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური, დოკუმენტური ან ჰიბრიდული(ანიმაციური და დოკუმენტური ერთდროულად) ფილმების წარდგენაა შესაძლებელი.

პროექტების წარდგენის პირველი დედლაინის 2021 წლის 1 მაისი, ხოლო ფინალური დედლაინი 2021 წლის 1 ივნისია.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 2020 და 2021 წლებში შექმნილ ნამუშევრებს, რომელთაც საჯარო ჩვენება 2020 წლის ოქტომბრამდე არ ჰქონიათ.

ფილმები წარმოდგენილი უნდა იყოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. სხვა ენის შემთხვევაში აუცილებელია გერმანული ან ინგლისური სუბტიტრები.

პირველ დედლაინამდე გამოგზავნილი აპლიკაციების ღირებულება 40 ევროს, ხოლო მეორე დედლაინამდე – 50 ევროს შეადგენს.

ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დაიწყება.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს.

The post ლაიფციგის კინოფესტივალი ფილმების მიღებას იწყებს appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share