Jump to content
×
×
  • Create New...

ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი რეანიმაციაში იმყოფება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ბრანკო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 56 წლის ყოფილ ფეხბურთელს COVID-19-ის ფონზე სუნთქვის სერიოზული პრობლემები აქვს.

ბრანკო ორი დღის წინ რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში გართულებული სუნთქვით მიიყვანეს და სიტუაცია დამძიმდა.

„მისი ფილტვების მდგომარეობის გამო, საჭირო გახდა მექანიკური დახმარება, რათა პაციენტს ესუნთქა.

ბრანკო რეანიმაციაში იმყოფება, მას მუდმივად აკვირდებიან და სიტუაციას შეიძლება სტაბილური ვუწოდოთ“, – წერია საავადმყოფოს განცხადებაში.

დღეისთვის, ბრანკო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული, სადაც ახალგაზრდულ ნაკრებებთან მუშაობს.

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მოგების გარდა, ბრანკო 1989 წლის კოპა ამერიკას გამარჯვებულია. სულ ნაკრებში 78 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

The post ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი რეანიმაციაში იმყოფება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share