Jump to content
×
×
  • Create New...

“ღიმილიანი საქართველო” East Doc Platform-ის გამარჯვებული გახდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართული დოკუმენტური ფილმი “ღიმილიანი საქართველო”, კინოპროდუქციის, ფონდების მოძიებისა და დისტრიბუციის პლატფორმის, East Doc Platform-ის ერთერთი გამარჯვებული გახდა.

ფილმმა კატეგორიაში Cut Thru The Noise გაიმარჯვა. პროექტი Autlook Filmsales and Mirjam Wiekenkamp-ის ხელმძღვანელმა ანდრეა ჰოკმა გამოარჩია.

East Doc Platform ჩეხეთის დოკუმენტური ფილმების ინსტიტუტის(IDF) მრავალრიცხოვან პროექტებს შორის ერთერთია. ინსტიტუტი 2001 წელს დაფუძნდა და 20 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპული პროექტის გადაღებას შეუწყო ხელი.

“ღიმილიანი საქართველო” საქართველოსა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმია. პროექტის რეჟისორია ლუკა ბერიძე, ხოლო პროდიუსერები ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე არიან. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული.

დოკუმენტური ფილმი 2012 წლის საპრეზიდენტო პროექტის, “ღიმილიანი საქართველოს”, მონაწილეების შესახებ არის გადაღებული. არჩევნების წინ საქართველოს მთავრობამ პროგრამა შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც ჭიათურის ასაკოვანი მოსახლეობისთვის, ანაზღაურების გარეშე სტომატოლოგიური დახმარება უნდა გაეწიათ. რამდენიმე პაციენტს კბილები უკვე ამოღებული ჰქონდა და პროტეზირების პროცედურას ელოდებოდა, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი. არჩევნების დასრულების შემდეგ პროექტი შეწყდა.

სურათმა 2020 წელს ლისაბონის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

The post “ღიმილიანი საქართველო” East Doc Platform-ის გამარჯვებული გახდა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share