Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 პარიზის გარეუბნის სენ-დენის მთავრობამ გადაწყვიტა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის ბაზაზე შექმნას საფრანგეთში კორონავირუსისგან ვაქცინაციის უმსხვილესი ცენტრი. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „პარიზიენმა“. ვაქცინაციის ახალმა ცენტრმა მუშაობა უკვე აპრილის დასაწყისში უნდა დაიწყოს – კვირაში რამდენიმე ათას ადგილობრივ მაცხოვრებელს აცრიან. ეს არ არის საფრანგეთში სპორტული კომპლექსის ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთების პირველი შემთხვევა – ცოტა ხნის წინ, ცენტრი გაიხსნა მარსელში „ველოდრომის“ სტადიონზე. როგორც სენ დენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტეფან ტრუსელმა და სენ დენის მერმა მატიე ანოტენმა განაცხადეს, „ამგვარმა მასობრივმა ვაქცინაციამ უნდა შეამციროს ზეწოლა საავადმყოფოებზე, სადაც ნაკლები დაავადებული მივა“. დღეისთვის, სენ-დენის დეპარტამენტში კორონავირუსის გავრცელების ტემპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საფრანგეთში. The post „სტად დე ფრანსი“ ვაქცინაციის მსხვილ ცენტრად გადაიქცევა appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა