Jump to content
×
×
  • Create New...

ბათუმის „დინამო“ „საბურთალოსთან“ ქულამ ისევ გაალიდერა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალური შეხვედრას „მიხეილ მესხი არენამ“ უმასპინძლა – „საბურთალომ“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. 

მას შემდეგ, რაც „საბურთალოს“ მეპატრონემ, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ინვესტიციებზე უარი თქვა, ლევან კორღალიძის გუნდმა პირველი მატჩი გამართა. ამის მიუხედავად, „საბურთალომ“ გათამაშების ლიდერთან ბოლომდე იბრძოლა. პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს.

საბურთალომ“ მეორე ნახევარში თამაში გამოასწორა და 56-ე წუთიდან ბათუმელთა კართან ორი კარგი მომენტი შექმნა – მაგრამ კარის წინ თომა ტაბატაძეს დარტყმის საშუალება არ მისცა ოლექსანდ აზაცკიმ, ერთ წუთში კი ლევან ნონიკაშილმა კარს ააცილა.

70-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა ჯარიმა ძლიერად დაარტყა და რომ არა „საბურთალოს“ ახალგაზრდა მეკარე ოთო გოშაძის შესანიშნავი თამაში, ანგარიში გაიხსნებოდა. საბოლოოდ, მეტოქეებმა გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი 0:0 დასრულდა. მატჩი საკამოდ უხეში გამოდგა და მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი რვაჯერ გამოიყენა.

ხუთი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 11 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ისევ დაწინაურდა – გუნდმა „დინამო თბილისსა“ და გორის „დილას“ გადაასწრო, რომელთაც 10-10 ქულა აქვთ. თუმცა, გორელები ტურის მატჩს ხვალ „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავენ. ხვალ კიდევ ერთი მატჩია – „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედია“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. „საბურთალო“ კი ექვსი ქულით მეექვსე ადგილზეა.

„საბურთალო“ – „დინამო“ ბთ 0:0

20.03. 2021. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“.

„საბურთალო“: გოშაძე – მალი, კაკუბავა, ჯინჯოლავა, ლაცაბიძე – ძებნიაური, შ. ნონიკაშვილი (85. ტერა) – შულაია (85. გოჩოლეიშვილი), ლ. ნონიკაშვილი, ი. ტაბატაძე (68. გულიაშვილი) – თ. ტაბატაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.

„დინამო“ ბთ: კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვიმამუჩაშვილი (85. შინდაგორიძე), ალთუნაშვილი, ტეიდი – ფანცულაია (70. გროზურეკი), ნიქაბაძე, ჯიღაური (85. მანჯგალაძე)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

მთავარი არბიტრი: ჯ. ხორავა.

გაფრთხილებები: ლ. ნონიკაშვილი (29), აზაროვი (42), ჩაბრაძე (53), ნიქაბაძე (60), თ. ტაბატაძე (75), მამუჩაშვილი (79), კაკუბავა (88), მანჯგალაძე (90+4).

1616264323-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E

1616264281-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E

1616264394-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E

1616264443-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E

The post ბათუმის „დინამო“ „საბურთალოსთან“ ქულამ ისევ გაალიდერა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share