Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხმა ქართველმა იასპარეზა, საიდანაც ორი ნახევარფინალში გავიდა. შეჯიბრებაში ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში თამაშდება მედლები და ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული სპორტსმენები იღებენ. მსგავსი: კენჭაძეს მეტოქე ფინალში არ გამოცხადდა, ქართველი ავტომატურად ტურნირის გამარჯვებული გახდა - ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT 67კგ-ში რამაზ ზოიძე ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად სომეხ სლავიკ გალსტიანს შეხვდა და მეტოქეს აშკარა უპირატესობით აჯობა. ასევე ფინალში გასასვლელად და ოლიპიადის საგზურისთვის იბრძოდა ლაშა გობაძეც (87), რომელმაც ნახევარფინალში რუსი მილად ალირზაევი დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა და ორივე ქართველმა ჩვენს ნაკრებს ოლიმპიური საგზურები მოუპოვა. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულში საქართველოს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე აქვს, რომელიც ნურსულთანში მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) აიღეს. მედლები ხვალ, 21 მარტს გათამაშდება. ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ლიზენციის აღება მხოლოდ ავთანდილ კენჭაძემ შეძლო. The post ზოიძემ და გაბოძემ ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა