Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 გორის „დილას“ ლეგიონერი ფრანცისკო მადინგა მალავის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს – 21 წლის ფლანგის შემტევის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. „ჩვენი კლუბის მალაველი ნახევარმცველი ფრანცისკო მადინგა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ჩვენი კლუბი წარმატებებს უსურვებს ფრანცისკო მადინგას მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში“, – წერია „დილას“ განცხადებაში. მალავის ეროვნული გუნდი აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მატჩს გამართავს – ფრანსისკო მადინგას და მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი 24 მარტს სამხრეთ სუდანს ესტუმრება, ხოლო 30 მარტს უგანდას უმასპინძლებს. ფრანცისკო მადინგა „დილას“ფეხბურთელი 2020 წელს გახდა. მაშინ მალაველმა ფეხბურთელმა ქართულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „დილას“ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ფორვარდ ვონდერერზიდან“ შეუერთდა, სადაც გუნდის ლიდერი გახლდათ. იმ პერიოდში მალავის 20 წლამდე ნაკრების წევრი იყო, „დილაში“ გამოსვლის პერიოდში კი ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს. The post მადინგა ნაკრებში წავიდა – „დილას“ შემტევი აფრიკის თასისთვის მოემზადება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა