Jump to content
×
×
  • Create New...

„დინამო“ ლიდერებს დაეწია – ეპიდემიის შემდეგ „თელავი“ თბილისელებმაც დააზარალეს [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მორიგ შეხვედრას თელავის „კავკასიონი არენამ“ უმასპინძლა – „თელავმა“ „დინამო თბილისი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა. 

ეს მატჩი ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. ორიოდე დღის წინ „თელავის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ გუნდში ეპიდმდგომარეობის გაუარესების გამო, შეხვედრა 26 მარტს გაიმართებოდა, მაგრამ კლუბები შეთანხმდნენ და მატჩი „კავკასიონი არენაზე“ კალენდრით დათქმულ დღეს გაიმართა.

თუმცა, მასპინძლებს მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე დააკლდათ, სათადარიგოთა სკამზე კი მხოლოდ ორი მოთამაშე ჰყავდათ. „დინამოს“ სათადარიგოთა სკამს კი მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა.

დინამოელებმა,“ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის 9-წუთიან მონაკვეთში მოიპოვეს. ანგარიში 63-ე წუთზე მრავალსვლიანი, ლამაზი კომბინაციის შედეგად გახსნეს – დავით კობოურის ფლანგური გადაცემა ზორან მარუშიჩმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა. 69-ე წუთზე ფაბიან სპორკსლედემ შორიდან ეფექტური გასროლით „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა, ხოლო 72-ე წუთზე მილან რადინმა სტუმართა ძალიან კარგი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3 „დინამოს“ სასარგებლოდ.

ხუთი ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ ათი ქულა დააგროვა და გორის „დილასთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად გათამაშების ლიდერი გახდა. თუმცა, გორელებს და ბათუმელებს ტურის მატჩი ჩასატარებელი აქვთ.

„თელავი“ – „დინამო“ თბ – 0:3

გოლები: 0:2 მარუშიჩი (63. კობოურის პასით), 0:2 სპორკსლედე (69. მარუშიჩის პასით), 0:3 რადინი (72)

20.02.2021. თელავი. „კავკასიონი არენა“.

„თელავი“: სანიკიძე – ც. კაპანაძე, ზ. თევზაძე, ბერიაშვილი – აშორტია (72. პაბლო კარნეირო), ჯანელიძე, გაბისკირია, შერგელაშვილიინჯგია, ჟონატა სანტოსი, შეყილაძე,

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ აბულაძე.

„დინამო“ თ: კვასხვაძე – ხვადაგიანი (73. ხარაბაძე), პაპავა, მონხილისპორკსლედე (78. წოწონავა), მექვაბიშვილი (73. მოისწრაფიშვილი), ლ. გაგნიძე (78. კუცია), კობოურირადინიმარუშიჩი, გაბედავა (73. თ. ახვლედიანი)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

მთავარი არბიტრი: ი. ხერხაძე.

გაფრთხილებები: ხვადაგიანი (22), ჯანელიძე (38), კაპანაძე (43), რადინი (62).

The post „დინამო“ ლიდერებს დაეწია – ეპიდემიის შემდეგ „თელავი“ თბილისელებმაც დააზარალეს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share