Jump to content
×
×
  • Create New...

„შუქურამ“ „სამგურალი“ დაამარცხა – ლეგენდარული ჩელებაძის შვილმა პენალტი მამასავით ეფექტურად შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ეროვნულ ლიგაში მეხუთე ტური ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – ქობულეთის „შუქურამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი სახიფათო მომენტი მე-8 წუთზე ქობულეთელებმა დაიწყეს – ჯარიმის გათამაშების შემდეგ, „საამგურალის“ კარს გიორგი რეხვიაშვილი დაემუქრა, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს ასცდა. მე-15 წუთზე ქობულთელებმა ანგარიში გახსნეს – მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს მიშიკო სარდალიშვილი დაეუფლა და ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

30-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი წყალტუბოელთა თავდამსხმელს, სერგო კუხიანძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუსტად ვერ დაარტყა. მას გატანა 45-ე წუთზეც შეეძლო, როდესაც „შუქურას“ მცველმა ბურთი საკუთარ კართან დაკარგა, მაგრამ მშვენიერი შანსი კიდევ ერთხელ გაანიავა.

მეორე ტაიმში „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უჩა სოსიაშვილმა შეტევის გასაძლიერებლად ორი თავდამსხმელი შეცვალა და მათ ნაცვლად მოედანზე დასვენებული გორგი ბუხაიძე და ალექსანდრე ვერულიძე შეუშვა. „სამგურალმა“ მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა და 72-ე წუთზე მშვენიერი საგოლე მომენტიც შექმნა. დემურ ჩიხრაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, ახლო მანძილიდან პაპუნა ფონიავამ თავით კარგად დაარტყა, მაგრამ ქობულეთელთა მეკარე ლუკა შეროზია ბურთს თითებით შესწვდა და გუნდი გარდაუვალი გოლისგან იხსნა. 82-ე წუთზე თავად ჩიხრაძემ სახიფათოდ დაარტყა და მანაც უშედეგოდ.

ქობულეთელებმა კი თავიანთი შანსით იდეალურად ისარგებლეს. 90+3 წუთზე, ფლანგის შემტევმა, ლევან ინგოროყვამ მწვავე შეტევა წამოიწყო, მცველებს გაცდა, საჯარიმოში შევარდა და ლევან ქურდაძემ წააქცია – არბიტრმა წყალტუბოელთა მცველს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა, „სამგურალის“ კარში კი პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ჩელებაძემ ლეგენდარულ მამაზე ნაკლებად ეფექტურად არ შეასრულა და „შუქურამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

ხუთი ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურამ“ 7 ქულა დააგროვა და სატურნირი ცხრილში მე-4 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „სამგურალი“ კი სამი ქულით მე-8 ადგილზეა.

„შუქურა“ – „სამგურალი“ – 2:0

გოლები: 1:0 სარდალიშვილი (15), 2:0 ჩელებაძე (90+3)

20.03. 2021. ზესტაფონი. „დავით აბაშიძე – არენა“

„შუქურა“: ლ. შეროზია – ფარტენაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გ. გაფრინდაშვილი – კაკაშვილი, გ. გურეშიძე – ჟუნინიო კაბრალი (55. ინგოროყვა), ჯეფერსონ ჯერალდო (86. ხმალაძე), სარდალიშვილიმუსელიანი (78. ჩელებაძე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი.

სამგურალი“: ქვილითაია – გ. მჭედლიშვილი (78. დ. კირკიტაძე), პატარკაციშვილი, ლ. ქურდაძე, თევზაძე (60. გაზდელიანი) – თ. კიკაბიძე (46. გილმორი), ფონიავა, ჩიხლაძე, ი. ახვლედიანი – კუხიანიძე (70. ბუხაიძე), ლექვთაძე (70. ვერულიძე)

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

მთავარი არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

გაფრთგხილებები: ლექვთაძე (64), სადალიშვილი (72), მჭედლიშვილი (77), ლ. ქურდაძე (82), გილმორი (88),

გაძევება: ლ. ქურდაძე (90+3. მეორე ყვითელი)

The post „შუქურამ“ „სამგურალი“ დაამარცხა – ლეგენდარული ჩელებაძის შვილმა პენალტი მამასავით ეფექტურად შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share