Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ ალ აინში, პარამსროლელთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე წარმატებით გამოვიდა ქართველი პარასპორტსმენი ლადო ჭინჭარაული. მან მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალში გამოსვლა კი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჭინჭარაულმა 50-მეტრიან დისტანციაზე შაშხანიდან სროლაში იასპარეზა და საკვალიფიკაციო ეტაპზე საუკეთესო შედეგი – 622.9 ქულა დააგროვა (104.5; 104,2; 104,6; 102,9; 102,9; 103,8). მან გაუსწრო პარალიმპიადის ორგზის უკრაინელ ჩემპიონ ვასილ კოვალჩუკს (619,7) და იტალიელ რობერტო ლაზაროს (614,8). ფინალში ჭინჭარაულმა 203,6 ქულით დაასრულა გამოსვლა, რაც საბოლოოდ, მეოთხე შედეგი აღმოჩნდა. ჩემპიონი 248,8 ქულით მასპინძელი აბდულა ალაჰბაბი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი ბოლო სერიაში გამოგლიჯა კოვალჩუკს (148,0) და შეიძლება ითქვას, უკრაინის გუნდს მესამე ოქრო წაართვა (მათ პირველ დღეს ორი ოქროს მედალი მოიპოვეს). მესამე ადგილზე 225,7 ქულით ლაზარო გავიდა. The post ლევან ჭინჭარაულის წარმატება პარამსლოლელთა მსოფლიო თასზე #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა