Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა მომდევნო ბრძოლის თარიღი დაასახელა. „მაისის ბოლო. იგივე არენა („ჰარდ-როკ სტედიუმი“ მაიამი-გარდენში), სადაც საულ ალვარესმა ავნი ილდირიმის წინააღმდეგ იჩხუბა. 29 ან 31 მაისი“, – გამოაცხადა მოკრივემ. 54 წლის ტაისონმა არ დაასახელა მომავალი მეტოქის სახელი. თუმცა, წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია მისი შეხვედრა 58 წლის ამერიკელ ევანდერ ჰოლიფილდთან. ტაისონი და ჰოლიფილდი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს რინგზე – 1996 წელს გაიმარჯვა ევანდერმა, ერთი წლის შემდეგ კი ტაისონმა დისკვალიფიკაცია მიიღო მეტოქისთვის ყურზე კბენის გამო. ბოლოს ჰოლიფილდი რინგზე 2011 წელს იყო და დაამარცხა ბრაიან ნილსენი. ტაისონმა 2020 წლის ნოემბერში საგამოფენო ბრძოლა გამართა როი ჯონსთან. ის შეხვედრა ფრედ დასრულდა. The post მაიკ ტაისონი მორიგ ბრძოლას მაისში ჩაატარებს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა