Jump to content
×
×
  • Create New...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს მკაცრ რეკომენდაციას აძლევს თამაშებამდე ვაქცინაციის შესახებ, სპორტსმენებს ოლიმპიური სოფლიდან გასვლა აეკრძალებათ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ცნობილი ხდება სპორტსმენთა ქცევის ზოგიერთი წესისა და დაწესებული შეზღუდვების შესახებ, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადის დროს იმოქმედებს.

* იაპონიაში შესვლამდე 72 საათით ადრე აღებული უარყოფითი PCR-ტესტი, ჯერჯერობით, ერთადერთი აუცილებელი პირობაა სპორტსმენებისთვის. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბოლო დოკუმენტებში არის მკაცრი რეკომენდაცია თამაშებამდე ვაქცინაციის შესახებ.

* ოლიმპიური სოფლიდან გასვლა აკრძალულია – მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში სპეციალური ნებართვით. სპორტსმენებსა და ოფიციალურ პირებს აკრძალული აქვთ სპორტის სხვა სახეობების შეჯიბრებებზე დასწრება.

* სპორტსმენს არ შეუძლია ოლიმპიურ სოფელში შესვლა თავისი სტარტიდან არაუადრეს ხუთი დღისა. ხოლო სოფელი უნდა დატოვოს შეჯიბრის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში.

The post საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენებს მკაცრ რეკომენდაციას აძლევს თამაშებამდე ვაქცინაციის შესახებ, სპორტსმენებს ოლიმპიური სოფლიდან გასვლა აეკრძალებათ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share