Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხმა ქართველმა იასპარეზა, საიდანაც ორი ნახევარფინალში გავიდა. მსგავსი: კენჭაძეს მეტოქე ფინალში არ გამოცხადდა, ქართველი ავტომატურად ტურნირის გამარჯვებული გახდა - ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT შეჯიბრებაში ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები და ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული სპორტსმენები მიიღებენ. 67კგ-ში კარგად იჭიდავა რამაზ ზოიძემ და ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად იგი სომეხ სლავიკ გალსტიანს შეხვდება. ასევე ფინალში გასასვლელად და ოლიპიადის საგზურისთვის იბრძოლებს ლაშა გობაძეც (87), ნახევარფინალში იგი რუს მილად ალირზაევს დაუპირისპირდება. შეგახსებნებთ, რომ ბერძნულ-რომაულში საქართველოს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე აქვს, რომელიც ნურსულთანში მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს. ნახევარფინალები დღეს, 21.00 საათზე გაიმართება, მედლები კი ხვალ, 21 მარტს გათამაშდება. ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ლიზენციის აღება მხოლოდ ავთანდილ კენჭაძემ შეძლო. The post ზოიძესა და გაბოძეს ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებთ #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა