Jump to content
×
×
  • Create New...

ზოიძესა და გაბოძეს ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებთ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხმა ქართველმა იასპარეზა, საიდანაც ორი ნახევარფინალში გავიდა. 

შეჯიბრებაში ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები და ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული სპორტსმენები მიიღებენ.

67კგ-ში კარგად იჭიდავა რამაზ ზოიძემ და ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად იგი სომეხ სლავიკ გალსტიანს შეხვდება. ასევე ფინალში გასასვლელად და ოლიპიადის საგზურისთვის იბრძოლებს ლაშა გობაძეც (87), ნახევარფინალში იგი რუს მილად ალირზაევს დაუპირისპირდება.

შეგახსებნებთ, რომ ბერძნულ-რომაულში საქართველოს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე აქვს, რომელიც ნურსულთანში მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.

ნახევარფინალები დღეს, 21.00 საათზე გაიმართება, მედლები კი ხვალ, 21 მარტს გათამაშდება. ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ლიზენციის აღება მხოლოდ ავთანდილ კენჭაძემ შეძლო.

The post ზოიძესა და გაბოძეს ოლიმპიადის ლიცენზიამდე ერთი მოგება აშორებთ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share