Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის მესამე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთს კალინინგრადში ესტუმრენ და მეტოქე ანგარიშით 6: 23 დაამარცხეს. სტუმრები მატჩის სტარტზე თედო აბჟანდაძის ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, რასაც 29-ე წუთზე „ბორჯღალოსნების“ 30 მეტრიანი მოლი, ხაზზე ჩათამაშება და ტაბუცაძის ლელო მოჰყვა – 11:0. „დათვები“ სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და საქართველოს ნაკრების ნახევარზე გამაგრდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნები“ თავს კარგად იცავდნენ და რუსები რამილ გაისინის საჯარიმოთი დაკმაყოფილდნენ. ტაიმის მიწურულს თავისი ლელო თედო აბჟანდაძემაც დადო და პირველი ნახევარი „ბორჯღალოსნებმა“ 13 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 16:3 მოიგეს. მეორე ნახევრის სტარტზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა კვლავ გაისინის ჯარიმით შეამცირეს. ამას „ბორჯღალოსნების“ მორიგი გააქტიურება მოჰყვა და მე-60 წუთზე სტუმრების იერიში ნინიაშვილის სადებიუტო ლელოთი დაგვირგვინდა – 23:6. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე სამით მეტი ლელოს დადებისთვის ბონუსი ჩაიწერა და გამარჯვების შედეგად „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სატურნირო ცხრილში 14 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ 28 მარტს, შინ, „მიხეილ მესხის სტადიონზე“, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ. The post საქართველომ რუსეთი კალინინგრადში გაანადგურა – 6:23 | რაგბი ევროპის ჩემპიონატი [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა