Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა, ასევე ტოკიოსა და იაპონიის მთავრობებმა გამართეს ონლაინ-შეკრება, რომლის დროსაც მიიღეს ოფიციალური გადაწყვეტილება – კორონავირუსის პანდემიის გამო, არ დაუშვან ზაფხულის თამაშებზე უცხოელი გულშემატკივრები. მათ, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები, თანხა უკან დაუბრუნდებათ, – წერია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის პრესრელიზში. „ამ მომენტისთვის, COVID-19-თან დაკავშირებით იაპონიაში სიტუაცია მეტად რთული რჩება, გაჩნდა სხვადასხვა შტამი. საერთაშორისო დონეზე მოგზაურობა მკაცრად შეზღუდულია“, – წერია განცხადებაში. ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. The post ოფიციალურად – ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე გაიმართება #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა