Jump to content
×
×
  • Create New...

ოპოზიცია მუშაობის „საგანგებო რეჟიმზე“ გადადის და 15 მაისს მასშტაბურ აქციას გეგმავს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა 20 მარტს განაცხადეს, რომ ისინი მუშაობის „საგანგებო რეჟიმზე“ გადადიან და 15 მაისს თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონს მოივლის და დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ „ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან, ჩვენს უკან არის სიმართლე“. მისივე თქმით, ამ პერიოდში თბილისსა და რეგიონებში „გაიმართბა არაერთი აქცია“, დასკვნითი შეხვედრა კი – 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შედგება.

„ქართლმა ოცნებამ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „ივანიშვილის ქართულმა უცნებამ უკვე დღეს, ღიად უარი უთხრა დასავლეთს“.

„ეს ადამიანი [ივანიშვილი] წავა, წავა მშვიდობიანი არჩევნებით… და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ეს არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით“, – განაცხადა მან და დაამატა – „იძულებით ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს, იმოძრავებს თავის, სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე. იქნება სრული პროტესტი და სრული დაუმორჩილებლობა“.

ოპოზიციის გადაწყვეტილება მმართველ გუნდთან ევროკავშირის მედიაციით განახლებული ერთკვირიანი მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებას მოჰყვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ქრისტიან დანიელსონმა, რომელიც მოლაპარაკებას მედიაციას უწევდა, თბილისი გუშინ, გამთენიისას ისე დატოვა, რომ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შეძლო.

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის არჩევიდან რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებით ქვეყანაში გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა იტვირთა. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „მასობრივი გაყალბების“ გამო მის შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

 

 
Share on other sites

31 minutes წინ, Moor said:

ქართლმა ოცნებამ ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ „ივანიშვილის ქართულმა უცნებამ უკვე დღეს, ღიად უარი უთხრა დასავლეთს“.

blablablabla

Share on other sites

  • ფორუმელი

ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ქონდეს ერს, 15 მაისამდე ჩამოკიდებდნენ ბიძგვინას თავისივე შუშის სასახლეში თავდაყირა! 

ფაქტიურად არაფერი აღარ მუშაობს ამ ქვეყანაში! რესურსი ძალიან მცირე დარჩა და ის სფერო რაც თვით დინებით კიდევ სულდგმულობს, მალე გაჩერდება. ამ ყველაფერს ჯოგი ვერ იაზრებს და როდესაც ბოლო ზღვარზე მივალთ, ეს ჯოგი გადაწვავს ერთმანეთს! გიხაროდეთ ანარქისტებო... 

ჭკვიანმა ხალხმა იარაღი და ტყვია წამალი მოიმარაგეთ. ასევე სპეციალური საცავი და ერთ წლამდე სამყოფი საკვები. 

საქმე ნაც-ქოცში არ არის მხოლოდ!

მე ვფიქრობ, რომ კოვიდ პანდემია გადაიყოლებს მსოფლიოს უამრავ ქვეყანას. ეს ვირუსი ძალიან ჭკვიანია და ადამიანი ვერ დაამარცხებს ასე მარტივად. დააკვირდით ადამიანურ უნარებს, ქცევებს, მსოფლიო მოვლენებს არა ტელევიზიიდან, არამედ რეალურად. ბევრს გვყავს სხვა და სხვა ქვეყნებში ნათესავი, ან შორეული ახლობელი. მოუსმინეთ მათ ზოგად აზრს და შემდეგ თავად იმსჯელეთ საკუთარ თავში. შეადარეთ ტელევიზიიდან გადმოცემული ინფორმაცია ერთმანეთს და გააკეთეთ ანალიზი. დააკვირდით რა ფორმით გვაწვდიან ინფორმაციას იმედი, მთავარი, ტვ პირველი, პოსტ ტვ და ა.შ არ ფიქრობთ, რომ საერთოდ აცდენილები არიან ყოველგვარ ადამიანურს? რაღაც შინაგანი კი გვიბიძგებს გარკვეულ წრეს დავინახოთ რეალობა, მაგრამ ძალიან ცოტანი დავრჩით საღ ჭკუაზე. შეიძლება მე ვცდები და თუ ეს ასე არ იქნება რაც დავწერე, მხოლოდ გამიხარდება.

აზროვნება, ანალიზის უნარი და რაღაც შინაგანი გრძნობა, ძალიან ცუდს მკარნახობს უახლოეს მომავალში.

Share on other sites

Guest Genetic Miracle

სჭირდებათ ხალხის ჩვენება. მერე მოლაპარაკებები განახლდება და გამოადგებათ საქმეში

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   368 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 367 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(11)