Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 ვოლგოგრადის „როტორში“ არსებულ ვითარებაზე გამოცემა „ვოლგოგრადსკაია პრავდამ“ წერილი გამოაქვეყნა, რომლის ფრაგმენტიც ქართველ ფეხბურთელებს ეხება – ამ ეპიზოდში ლაპარაკი ტრავმირებულ მოთამაშეებზეა. მსგავსი: დავითაშვილი დაშავდა, კვირკველია თადარიგშია, არაბიძე განაცხადშიც არ იყო #1TVSPORT „გუნდში იყვნენ და არიან ტრავმირებულები. როგორც ჩანს, ჯანო ანანიძესთან დაკავშირებული ამბებიდან დასკვნა არავის გამოუტანია. ზამთარში გუნდში ქართველი არაბიძე გამოჩნდა, რომელსაც სერიოზული ტრავმისა და გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესის გამო, ერთი წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. „ურალთან“ მატჩში ხანმოკლე დებიუტის შემდეგ, მოთამაშე მოულოდნელად „როსტოვთან“ სათადარიგოებშიც კი არ მოხვდა“, – წერს გამოცემა. აღმოჩნდა, რომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 24-ე ტურში „როსტოვთან“ დაშავებულ ზურიკო დავითაშვილს ტრავმის მოსარჩენად რამდენიმე კვირა დასჭირდება: „დავითაშვილმა როსტოველებთან გამაყუჩებლებით ითამაშა. ექიმების აზრით, მისი ტრავმა დასვენებას მოითხოვს და სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება“. შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს უნდა დახმარებოდა – რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს იწყებს ევრო 2023-ისთვის მზადებას, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. პირველ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბელარუსს 29 მარტს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაუპირისპირდება, მაგრამ ტრავმის გამო „როტორის“ 20 წლის შემტევი შეკრებაზე ვეღარ ჩამოვა. The post დავითაშვილი ორი კვირა დაისვენებს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა