Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ წარმოადგინა იტალიის სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეებისა და მწვრთნელების რეიტინგი. იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს „იუვენტუსის“ ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს, რომელიც გადასახადების გადახდამდე თვეში 4.53 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. რეიტინგში მეორე ადგილზეა „რომას“ ფორვარდი ედინ ჯეკო – 1.07 მილიონი, მესამეზე – „იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი თვეში 1.02 მილიონით. შემდეგ მოდიან „ინტერის“ ფეხბურთელები – რომელუ ლუკაკუ და კრისტიან ერიქსენი. თითოეული 0.95 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია „ინტერის“ დამრიგებელი ანტონიო კონტე, რომელიც 1.38 მილიონ ევროს იღებს. ის ერთადერთი სპეციალისტია იტალიის ჩემპიონატში, რომლის ერთი თვის ხელფასი მილიონს აღემატება. რეიტინგში მეორე ადგილზეა „რომას“ მწვრთნელი პაულო ფონსეკა – 0.38 მილიონი, მესამეზე „ატალანტას“ დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი – 0.36 მილიონი ევრო. The post კრიშტიანო რონალდო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა