Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 დუბაიში მიმდინარე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 500-ქულიანი ტურნირის ფინალში, ყველასთვის მოულოდნელად, სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯორჯ ჰარისი და რუსი ასლან კარაცევი გავიდნენ. მსგავსი: ტიმი დუბაის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT ჰარისმა ნახევარფინალში კანადელი დენის შაპოვალოვი ანგარიშით 6:7 6:4 7:6 დაამარცხა, ხოლო რუსმა ჩოგბურთელმა საკუთარ თანამემამულეს, ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ ანდრეი რუბლიოვს, სამ სეტში ანგარიშით 6:2 4:6 6:4 სძლია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკელმა 1/16 ფინალში გათამაშების პირველი ნომერი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. ასლან კარაცევი რეიტინგში 42 ადგილს იკავებს,ხოლო 24 წლის ლოიდ ჯორჯ ჰარისი სიაში 81-ე პოზიციაზე. 2020 წლის დუბაის ტურნირის გამარჯვებული რეიტინგის პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში დაამარცხა. The post ჰარისი კარაცევის წინააღმდეგ – დუბაის ტურნირის მოულოდნელი ფინალი #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა