Jump to content
×
×
  • Create New...

შვედმა ვარსკვლავმა საქართველოსთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა – ნაკრებში კარგი თამაშის გამო დამაბრუნეს და არა იმიტომ, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში დაბრუნების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მიწვევა თავისი გამოსვლების წყალობით დაიმსახურა. 

თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იან ანდერსონმა დააბრუნა შვედეთის ნაკრებში, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 25 მარტს სტოკჰოლმში საქართველოსთან შეხვედრით დაიწყებს, 28 მარტს კი კოსოვოს დაუპირისპირდება.

ამის შესახებ 39 წლის თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ შვედეთის ნაკრებში დაბრუნება მისი ბოლო გამოსვლების შედეგია და განმარტა, რომ მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ოლოფ ანდერსონთან უთანხმოებები გადალახა.

„მე დავბრუნდი იმის გამო, რომ ეს დავიმსახურე, იმის წყალობით, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გავაკეთე და რასაც მოედანზე ვაკეთებ. არა იმიტომ, რომ მე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარ. ნაკრებში ფეხბურთელებს ამიტომ ირჩევენ“, – აღნიშნა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

The post შვედმა ვარსკვლავმა საქართველოსთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა – ნაკრებში კარგი თამაშის გამო დამაბრუნეს და არა იმიტომ, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share