Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 სამშაბათს პანტელის ხაციდიაკოსმა საკუთარი გვარი საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან სჰიპის მიერ დასახელებულთა შორის ამოიკითხა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ესპანეთთან და საქართველოსთან 24 წლის მცველი ვერ ითამაშებს. მსგავსი: შვედმა ვარსკვლავმა საქართველოსთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა - ნაკრებში კარგი თამაშის გამო დამაბრუნეს და არა იმიტომ, რომ იბრაჰიმოვიჩი ვარ #1TVSPORT ცნობა ნიდერლანდური „ალკმაარის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, რომ პანტელის ხაციდიაკოსი დაშავდა და ტრავმის გამო რამდენიმე თვე დაისვენებს. „ბერძენი მცველს ისევ დისკომფორტი აქვს და გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სერიოზუალდ დაშავდა. ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის გარდა, ის სეზონის დანარჩენ ნაწილსაც გამოტოვებს. ხაძიდიაკოსის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ბერძენი მცველი რამდენიმე თვის განმავლობაში დაისვენებს“, – ვკკითხულობთ ნიდერლანდური კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯერ უცნობია, გამოიძახებს თუ არა მის პოზიციაზე სხვა მოთამაშეს საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სჰიპი. არ არის გამორიცხული, ნიდერლანდელი სპეციალისტი უკვე გამოძახებულ ფეხბურთელებს დასჯერდეს. The post ბერძნებს საქართველოსთან მატჩამდე მცველი დაუშავდათ #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა