Jump to content
×
×
  • Create New...

თეთრაძე „როტორის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია – ის ევრო 96-ის სიმბოლურ ნაკრებში იყო დასახელებული #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ალექსანდრე ხაცკევიჩის გათვისუფლების შემდეგ, ვოლგოგრადის „როტორი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, ერთ-ერთი კანდიდატი კი ომარ თეთრაძეა.

ხაცკევიჩის თანამდებობიდან გადაყენებამ უამრავ ჭორს დაუდო სათავე, თუ ვინ შეიძლება გუნდს უხელმძღვანელოს. განსახილველ კანდიდატებს შორის არიან ევსეევი, ალენიჩევი, თეთრაძე, სიომინი, ბოროდიუკი, შალიმოვი – ეს არ არის სრული სია, მაგრამ ყავაზე ნუ ვიმკითხავებთ“, – წერს „ჩემპიონატი“. 

51 წლის ომარ თეთრაძე საქართველოში, დმანისის რაიონის სოფელ ველისპირში დაიბადა, გაიზარდა თბილისში. თამაშობდა თბილისის „დინამოში“, ოზურგეთის „მერცხალში“, მაგრამ 1991 წელს რუსეთში გადავიდა. მას შემდეგ ბევრ ცნობილ კლუბში ითამაშა – მოსკოვის „დინამოში“, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ (რომელთან ერთადაც მოიგო რუსეთის პრემიერ ლიგა 1995 წელს), იტალიურ გრანდში, „რომაში“, სალონიკის პაოკ-ში, მაჰაჩყალას „ანჟიში“, სამარას „კრილია სოვეტოვში“.

იყო სსრკ-ს ოლიმპიური, დსთ-ს და რუსეთის ნაკრების წევრი. რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდა 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და ევრო 96–ზე. ამ უკანასკნელზე სამი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, მიუხედავად რუსეთის ნაკრების ცუდი შედეგებისა, ჩემპიონატის საუკეთესო მარჯვენა მცველად დაასახელეს.

სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს მაჰაჩყალას „ანჟიში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო, სადაც 2007–2010 მთავარი მწვრთნელი გახდა. ავარჯიშებდა ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგას“ (2010–2011), „ხიმკის“ (2012), ყაზახურ „ჟეტისუს“ (2013-2014), კრასნოიარსკის „ენისეიში“ (2015), ბოლოს კი ყაზახურ კოსტანაისტობოლში“ (2016-2017) მუშაობდა.

The post თეთრაძე „როტორის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია – ის ევრო 96-ის სიმბოლურ ნაკრებში იყო დასახელებული #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share