Jump to content
×
×
  • Create New...

ბუდაპეშტში ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი შეეცდება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი იასპარეზებს. შეჯიბრებაში ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ტურნირზე სპორტსმენები ევროპიდან იქნებიან წარმოდგენილნი და ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ.

ბერძნულ-რომაულში საქართველოს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე აქვს, რომელიც ნურსულთანში მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი მელიამ (97 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მოიპოვეს.ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.) და ლაშა გობაძე (87 კგ.) ტურნირზე მინიმუმ ფინალში გასვლას და დარჩენილი ოთხი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას შეეცდებიან.

წინასწარი შეხვედრები 14.00, ხოლო ნახევარფინალები 21.00 საათზე გაიმართება. მედლები კი ხვალ, 21 მარტს გათამაშდება.

ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ლიზენციის აღება მხოლოდ ავთანდილ კენჭაძემ შეძლო.

The post ბუდაპეშტში ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი შეეცდება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share