Jump to content
×
×
  • Create New...

„ჩვენ ვართ კრიტიკული მეგობრები“ – რა რეკომენდაციებით მიმართავენ სქემის ცვლილებებზე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ფოთის სკოლის დირექტორი და სკოლის დირექტორთა ასოციაციის წევრი თამარ ფაჩულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მასწავლებელთა შეცვლილი სქემის თაობაზე კონკრეტული კითხვებით, წინადედებებითა და რეკომენდაციებით მიმართავს და ცენტრისგან რეაგირებას ითხოვს:

წერილს, რომელიც მენტორმა მასწავლებელმა ბერიკა შუკაკიძეს უკვე გაუგზავნა EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის N 390 დადგენილების თაობაზე
რეკომენდაციები:

ამ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ქალბატონ ხათუნა ბარაბაძის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი) ვიდეო გამოსვლა. მან პედაგოგებს გააცნო შეცვლილი სქემა, მისცა რეკომენდაციები და აღნიშნა, რომ არის მასწავლებლების გულმხურვალე დამცველი. ონლაინ შეხვედრაზე იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც პედაგოგები გამოთქვამდენენ თავიანთ სამართლიან გულისწყრომას, იყო შექებაც.

ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ სქემა უკვე პროცესებში გადავიდა და ადრინდელი სექმა კი რამდენიმე სიტყვით დაგმო. ერთი პედაგოგის შეკითხვაზე „თუ ვინ მონაწილეობდა ამ სქემის შექმნაში, კონკრეტულად ვისი რეკომენდაციები გაითვალისწინეს ახალი სქემის შედგენისას“, პასუხი ვერ გაიცა.

ირკვევა, რომ მასწავლებლები არ იცნობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი ცვლილების გარშემო მუშაობდნენ. დიდია ინტერესი ამ ფოკუს ჯგუფის გაცნობისა. იქნებ საჯაროდ გამოვიდნენ და გვითხრან, გაგვაცნონ ვინ არიან სქემის შემქმნელები? ჩვენც გვაინტერესებს მათი სოლო და ძირითადი კომპეტენციები.

გარდა ამისა, მინდა ჩემი მოსაზრებები და სურვილებიც გაგაცნოთ იმის შესახებ, რაც მოვისმინე.

1. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტი (ახალი სქემა და განახლებული სტანდარტიც) არ არის გამოქვეყნებული tpdc.ge -ზე. ვფიქრობ, საჭიროა გვერდზე განთავსება.

2.ძალიან გაზრდილია დირექტორისადმი, ასევე მასწავლებლებისადმი წაყენებული მოთხოვნები, რაც ძალიან ბევრ დროს მოითხოვს. ვფიქრობ, რომ ეს დადებითად არ აისახება მოსწავლეთა შედეგებზე, მათთვის უფრო ნაკლები დრო დაგვრჩება.

3.მერამდენე ექსპერიმენტია მასწავლებლებზე? როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს? ვიცით, განვითარება უწყვეტი პროცესია, თუმცა ეს მასწავლებელმა უკეთ იციან.

4.სქემაში აღნიშნულია, რომ მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასება მოხდება პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით. ქალბატონი ხათუნა ამბობს, რომ მოხდება პორტფოლიოს შესწავლა და არა შეფასება, რომ ექსპერტები ადგილზე დასვამენ დამაზუსტებელ შეკითხვებს. თუ პორტფოლის შეფასების ინსტრუმენტები არსებობს, მაშინ რა საჭიროა ეს ყველაფერი თითოეული მასწავლებლისათვის ცალ-ცალკე?

5.მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, რა უნდა იყოს განთავსებული მათ პორტფოლიოში. ეს გაურკვეველია. პატივცემული ხათუნა კი ამბობს, რასაც მასწავლებელი ჩათვლის საჭიროდო. თუ ასეა, მაშინ სქემის გარეშე მიეცით მასწავლებლებს თავისუფლება. ეს ხომ მაინც ირიბი ჩარევაა.

6.საუბარში გამოიკვეთა, ისქულის ბაზაში განთავსების ვალდებულება არ გაქვთ მასწავლებლებსო, მაგრამ პირდაპირ წერია: მუხლი 8, პუნქტი 4 -ში – მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება- იგი განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში- eschool,emis,ge) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

7.სკოლამ მიიღოს გადაწყვეტილება ჩაგითვლით თუ არა არააკრედიტებული ტრენინგების გავლის შედეგად წარმოდგენილ ცნობას თუ სერტიფიკატსო. ჩემი აზრით, ეს მისაღები უნდა იყოს, ნამდვილად კარგია, რომ ეს თქვენი მხრიდან გაჟღერდა, დიახ, ესეც მასწავლებლის განვითარებაა, ამაში დამატებით თანხას იხდის მასწავლებელი და დირექტორმა ეს უნდა ჩაუთვალოს. მართალია, ქალბატონმა ხათუნამ თქვა, რომ სკოლის სფეროა ტრენინგების გაკონტროლება, მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ მასწავლებლის სახლს მხოლოდ გვიკვეთავსო. აქედან გამომდინარე, თქვენი მხრიდან არ დააძალოთ მხოლოდ თქვენგან ვიზირებული ტრენინგების გავლა.

8.მასწავლებლის სურვილია, თუ უნდა წინსვლა დაესწრება დირექტორიო. ე.ი, თუ ეს სურვილის დონეზე დარჩება, მაშინ დირექტორმა სასწავლო წლის დასაწყისში უნდა იცოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა დაესწროს მის გაკვეთილს და სავალდებულო არ უნდა იყოს 3, 2, 1 გაკვეთილზე დასწრება? აქ ბუნდოვანია ეს საკითხი.

9.ქალბატონმა ხათუნამ ისაუბრა, რომ დირექტორები ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან მასწავლებლებს, ისაუბრა იმაზეც, რომ თუ დირექტორს ექნება კომპეტენცია, მაშინ შეიძლება აღარ დასჭირდეს მას ხარისხის ჯგუფის შექმნა და თავად გაუძღვეს პროცესებსო, მერე ისიც აღნიშნა, თუ კომპეტენცია არ ექნება დირექტორს და ბევრი საქმე ექნებაო, თუმცა აქვე განმარტა, რომ რა უნდა ჰქონდეს იმაზე მეტი საქმე დირექტორს, ვიდრე თავისი მასწავლებლის გაკვეთილს არ დაესწროსო. ერთი სიტყვით, თქვენი აზრით, თუ დირექტორები სწორ ინფორმაციას არ აწვდიან მასწავლებლებს, ასეთი დირექტორები როგორ შექმნიან სკოლაში ხარისხის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტებს? ვფიქრობ, აქ დაიწუნეთ დირექტორთა კომპეტენცია. სკოლამ მასწავლებელთა ჩართულობით უნდა მიიღოს აღნიშნული დოკუმენტიო, მაშინ ხომ არის შესაძლებელი ამ ახალი სქემის შემუშავებაშიც ჩაგვრთოთ დაინტერესებული პედაგოგები, დირექტორები. თუ თავად მასწავლებლის სახლი არ ითვალისწინებს იმას, რასაც გვთხოვთ და თავს გვახვევთ, მერე იმაზე საუბარი, რომ ყველა დირექტორს დავსჯით, თუ განმავითარებელ უკუკავშირს არ მისცემს მასწავლებლებსო, ეს არ არის ნორმა. ახლა დირექტორის დასჯა ხომ არ შემოდის ნორმად? მინიმუმ უხერხულია ასეთ კონტექსტში დირექტორების მოხსენიება „გულმხურვალე დამცელის“ პოზიციიდან საუბრის დროს.

10. ჩვენც ვართ „კრიტიკული მეგობრები“ და გაძლევთ განმავითარებელ უკუკავშირს და როგორ მიიღებთ?

11. ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესი ჩავარდნილია და მისი ეს განცხადება იციან ჩვენმა სამინსტროს მესვეურებმა?

12.თუ იმასაც ამბობთ, რომ ა-დან თ-მდე (მასწავლებლის ვალდებულებებს ვგულისხმობ), მასწავლებელი ისედაც აკეთებდა და ყოველთვის კეთდებოდა სკოლაში და მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის, მაშინ აცალეთ მასწავლებლებს, დირექტორებს თქვენ გარეშე მუშაობა (ეს ონლაინ შეხვედრაზე ერთ-ერთმა მასწავლებელმაც მიგითითათ, რომ ჩაგვატარებინეთ გაკვეთილებიო).

13.პორტფოლიოს შესასწავლად და მასწავლებლის საქმიანობაზე დაკვირვების მიზნიით არანაკლებ 2 ექსპერტი მოვა სკოლაში, აქედან ერთი შეიძლება რესურსცენტრიდანაც იყოსო. თქვენ ხომ იცით, რომ რესურსცენტრებში, ხშირ შემთხვევებში მხოლოდ სპეციალისტები არიან და არა პედაგოგები? და მათ აქვთ ამის კომპეტენცია? წინა სქემაში. ჰოდა, რით ვართ დაზღვეულები, რომ ამჯერადაც არ ვუშვებთ შეცდომებს?

დაბოლოს, წამყვანი მასწავლებლის კომპეტენციებში წერია: „ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს რეგიონის განვითარების ხედვა“. ამას ვინ ეკითხება პედაგოგს, თორემ შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს ჩამოყალიბებული. ხომ არ სჯობდა ეს ადგილობრივ, და თუ გნებავთ, ზემდგომ ორგანოებს მოვთხოვოთ, არანაირი ხედვით რომ არ გამოირჩევიან. რამდენი ხელმძღვანელი თუ მაღალჩინოსანი გვყავს ადგილებზე, რომლებიც „იცნობენ და იზიარებენ გლობალური მოქალაქეობისა და მდგრადი განვითარების ძირითად პრინციპებს?“

მასწავლებლებს აქვთ უნარი, მკაფიოდ გამოთქვან სათქმელი და წარმოგიჩინოთ თავიანთი ინტერესები, რომლის გათვალისწინება თქვენი მხრიდან აუცილებელი იქნება.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა და მასთან დაკავშირებული საკითხები მარტივ ენაზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share