Guest Georgia Posted 20 მარტი, 2021 Posted 20 მარტი, 2021 „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მთავარი მწვრთნელის შეცვლას ფიქრობს. როგორც რადიოსადგური Cadena SER იტყობინება, ლაპორტას სურს რონალდ კუმანის ნაცვლად მიიწვიოს იულიან ნაგელსმანი, რომელიც ამ მომენტისთვის „ლაიპციგს“ ავარჯიშებს. აღნიშნავენ, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი პატივისცემას გამოხატავს კუმანის მიმართ, მაგრამ მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი სურს. მას განსაკუთრებით ხიბლავს ნაგელსმანის კანდიდატურა. ამასთან, ამტკიცებენ, რომ კუმანს აქვს თანამდებობის შენარჩუნების შანსი, თუ ამ სეზონში გუნდს ესპანეთის ჩემპიონობამდე მიიყვანს. ადრე წერდნენ, რომ ნაგელსმანი ასევე პრეტენდენტია „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. The post ჟოან ლაპორტას კუმანის შეცვლა აქვს ჩაფიქრებული #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა