Jump to content
×
×
  • Create New...

ევრობასკეტი 2022 | გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ფიბა-ს ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა, რომ ევრობასკეტი 2022-ის ოთხი მასპინძლიდან ორმა – გერმანიამ და ჩეხეთმა პარტნიორი ქვეყნის ფედერაციები დაასახელეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩეული ქვეყნების ნაკრებები იმ ჯგუფებში იასპარეზებენ, რომლებსაც გერმანია და ჩეხეთი უმასპინძლებენ. 

ასე და ამგვარად, გერმანიამ პარტნიორ ქვეყნად ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხეთმა – პოლონეთი. ეს ამბავი დღეს გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) სხდომაზე ოფიციალურად გაჟღერდა. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვა, ასევე მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა.

ლიეტუვაში საკალათბურთო ენთუზიაზმი უდიდესია, ლიეტუველების ფერადი და ხმაურიანი ფანები მთელი მსოფლიოს არენებისთვის კარგად არიან ცნობილნი. ამ ქვეყნის ფედერაციასთან მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ გამოცდილებამ გვიბიძგა სწორედ იმისკენ, რომ ლიეტუვის ფედერაციასთან გვეთანამშრომლა კიოლნში ჩასატარებელ ჯგუფურ ეტაპზე“, – განაცხადა გერმანიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიბა-ს ხაზინადარმა ინგო ვეისმა.

თავის მხრივ, ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არვიდას საბონისმაც გამოხატა კეთილგანწყობა გერმანელებისადმი:

„მოხარულები ვართ, რომ გერმანიის ფედერაციასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და მოგვეცემა საშუალება კიოლნში ვიასპარეზოთ. იმედს ვიტოვებ, გულშემატკივრები შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდებიან დარბაზებს და ჩვენს ნაკრებს გერმანიაში სოლიდური მხარდაჭერა ექნება. დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩი იქნება დიდი ზეიმი მაყურებლებისთვის“.

1616181465-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E

თავის მხრივ, ჩეხეთისა და პოლონეთის ფედერაციებიც კმაყოფილები არიან თანამშრომლობით. ჩეხეთში ძალიან ბევრი პოლონელი ქომაგი ჩავა, რაც ამ ქვეყნისთვის ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება.

ზემოთ აღნიშნულ პარტნიორობათა შესახებ კომენტარი გააკეთა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა:

„პარტნიორული შეთანხმება, რომელსაც წინა ევროპის ჩემპიონატებზე ჩაეყარა საფუძველი, წარმატებული აღმოჩნდა და მოხარულები ვართ, ეს ტრადიცია კვლავ გავაგრძელოთ. ევრობასკეტის თითოეული მასპინძლისთვის პარტნიორის არჩევის შესაძლებლობის მიცემით იმის გარანტია გვაქვს, რომ ღონისძიებაში გაცილებით მეტი ადამიანი იქნება ჩართული. ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ლიეტუველ ქომაგს ვიხილავთ გერმანიაში და ასევე მრავალი პოლონელი ჩავა ჩეხეთში, რათა თავიანთ ნაკრებებს მხარი დაუჭირონ. ასევე დიდი ენთუზიაზმით ველოდებით დარჩენილი მასპინძლების – საქართველოსა და იტალიის მიერ პარტნიორების დასახელებას“.

gbf.ge

The post ევრობასკეტი 2022 | გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share