Jump to content
×
×
  • Create New...

სეზონის ყველაზე უიღბლო მატჩი – კვარაცხელიამ შანსებით ვერ ისარგებლა, „რუბინი“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ყაზანის „რუბინმა“ და ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში „ხიმკი“ მიიღეს და მოულოდნელად, მორიგი სამი ქულის მოპოვება ვერ მოახერხეს.

„რუბინმა“ საგაზაფხულო ეტაპი კარგად დაიწყო. ლეონიდ სლუცკის გუნდმა ლიდერები, მოსკოვის „სპარტაკი“ და პეტერბურგის „ზენიტი“ დაამარცხა და ევროზონაში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა. მაგრამ ამჯერად საშუალო დონის გუნდის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

„ხიმკი“ მე-20 წუთზე რეზიუან მირზოვმა პენალტით დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე პაველ მოგილოცევმა სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ყაზანელებმა შეუტიეს და 42-ე წუთზე სხვაობა ჯორჯ დესპოტოვიჩმა შეამცირა და ტაიმი „ხიმკის“ გამარჯვებით დასრულდა 1:2. მეორე ტაიმში „რუბინმა“ შეუტია და როდესაც გადამწყვეტი შეტევის განვითარებას აპირებდა, 75-ე წუთზე ილია კუხარჩუკმა ყაზანელთა კარი მესამედ აიღო.

ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ალბათ, მიმდინარე სეზონში ყველაზე უიღბლო შეხვედრა ჩაატარა – მის წინააღმდეგ მცველები ძალიან მჭიდროდ თამაშობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. ამის მიუხედავად, კვარაცხელიას რეალური საგოლე მომენტები მაინც ჰქონდა. პირველ ტაიმში შანსით ვერ ისარგებლა. 53-ე წუთზე მოედნის ცენტრში მირზოვის შეჩერებისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. 69-ე წუთზე კი კარის წინ მარტო დარჩენილმა დაარტყა და მეკარემ „ხიმკი“ გადაარჩინა. ოთხ წუთში შორიდან დაარტყა და მეკარეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. 85-ე წუთზე კარის წინ ბურთი მიიღო და გატანა კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ დააყოვნა და მომენტი ვერ გამოიყენა.

რეალურად რომ ვთქვათ, ხვიჩა კვარაცხელიას ასე უფერული მატჩი დიდი ხანია არ ჩაუტარებია. ალბათ, ძალიან რთულიც არის, 20 წლის ბიჭმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატაროს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარტის სანაკრებო შეხვედრებისთვის „ჯვაროსნების” შეკრებაზე ჯანმრთელი ჩამოვა.

„რუბინმა“ 23 ტურის შემდეგ 37 ქულის ამარა დარჩა და „სოჭის“ გადასწრების და მე-6 ადგილზე გადასვლის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

The post სეზონის ყველაზე უიღბლო მატჩი – კვარაცხელიამ შანსებით ვერ ისარგებლა, „რუბინი“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share