Guest Georgia Posted 19 მარტი, 2021 Posted 19 მარტი, 2021 უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე ავთანდილ კენჭაძეს (74 კგ) ფინალში აზერბაიჯანელი ჰაჯიმურად გაჯიევი არ გამოუცხადდა და ავტომატურად ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვიდა და მათგან ფინალში მხოლოდ კენჭაძე გავიდა. კენჭაძის გზა ფინალამდე კვალიფიკაცია ავთანდილ კენჭაძე-დენის პავლოვი (უკრაინა) 14:4 1/8 ფინალი ავთანდილ კენჭაძე-რაირ ალიხანიანი (სომხეთი) 10:2 1/4 ფინალი ავთანდილ კენჭაძე-გაორგიოს კუგიუმციდისი (საბერძნეთი) 14:9 1/2 ფინალი ავთანდილ კენჭაძე-ალი უმარპაშაევი (ბულგარეთი) (სუფთა გამარჯვებით) აღსანიშნავია ისიც, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სალიცენზიო ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა და 65 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. The post კენჭაძეს მეტოქე ფინალში არ გამოცხადდა, ქართველი ავტომატურად ტურნირის გამარჯვებული გახდა – ხინჩეგაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა